January 23, 2023

ხონში ძლიერი ხანძრის შედეგად რამდენიმე ჰექტარი დაიწვა

ძლიერი ხანძარი იყო ხონში. სოფელ ივანდიდში ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. დამწვარია რამდენიმე ჰექტარი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელს ძლიერი ქარი უშლიდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.