ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. ცვლილებები საკრებულომ ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო.
ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 20 თეთრით, მიკროავტობუსით კი – 10 თეთრით გაიზარდა.
ორივე ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრები 60 თეთრს გადაიხდიან.
მოსახლეობისთვის ეს მატება მიუღებელია, ამბობენ, რომ ქალაქში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება.