February 11, 2023

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გურიაში, კურორტ ბახმაროსთან იყო.