February 12, 2023

მიწისძვრის შედეგად დაღუპული მე-5 ქართველი იპოვეს

მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს კიდევ კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი სტიქიის მე-7 დღეს ნანგრევებში იპოვეს.

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

“საელჩოს დაუდასტურეს ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ“, – განაცხადა ელჩმა.

ამ დროის მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი

6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ამ დროისათვის 25 ათასამდე დაღუპულია ნაპოვნი..