ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე ლიფტი მე-12 სართულიდან მოწყდა და მე-4 სართულზე გაიჭედა. ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ისინი დაშავებულები არ არიან, თუმცა ემოციური შოკი მიიღეს. როგორც 14 სართულიანი კორპუსის მობინადრეები ამბობენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.
February 18, 2023
ლიფტი, რომელშიც ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ, მე-12 სართულიდან მოწყდა