February 20, 2023

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.