ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე , თეთრ ხიდთან გზის ნაწილი ჩავარდა.
“გრიშაშვილის #2-ში, პსპ-ს წინ ჩავარდა ტროტუარი. ფილები ჰაერშია, ღვარსადენი გადის ქვემოთ, დიდ სიღრმეში” – ფაქტისამსახველ ინფორმაციას და ფოტოს სამოქალაქო აქტივისტი გივი სოხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გრიშაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წლის წინ ჩატარდა. პროექტისათვის მილიონ ლარამდე დაიხარჯა.