February 25, 2023

7 წლის ქუთაისელი ლილე სვანაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

ლილე სვანაძემ 7 წლამდე ასაკის გოგონათა ჩემპიონატზე ერთი ტურით ადრე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული! – ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ლილეს აქტივში 8-დან 8 გამარჯვებაა!

ნორჩი მოჭადრაკე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე გახლავთ!

რაც შეეხება ანასტასია კირთაძეს, მან მე-14-დ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული თანატოლებს შორის!!!

ქუთაისელი ჩემპიონი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, შვიდ შეხვედრაში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთ პარტიაში დაუზავდა მეტოქეს!

ანასტასიას, მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.