March 22, 2023

ტყიბულში 27 წლის გაუჩინარებულ ბიჭს ეძებენ

ტყიბულში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 27 წლის ილია ფუტკარაძე სახლიდან 17 მარტს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა, მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და ვერ უკავშირდებიან. ის ტყიბულში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ახლობლების ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.