March 22, 2023

ვანში მაღაზია დააყაჩაღეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

ვანში ყაჩაღობა მოხდა, უცნობი პირი მაღაზიაში შეიჭრა და მოლარეს თავს დაესხა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. სავარაუდოდ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მომხდართან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.