რაჭაში სტიქიის ზონაში ღვარცოფის შედეგად დაკარგულებს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მე-13 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
როგორც ადგილზე აცხადებენ, უკვე შემოწმებულია შოვის ტერიტორიის 75%-ზე მეტი.
ამ დროისთვის 25 გარდაცვლილია ნაპოვნი, დღეს ორ მათგანს, სოფო ბაკურაძესა და გენადი სულთანიშვილს დაკრძაკლავენ.
სტიქია შოვს 3 აგვისტოს დაატყდა თავს.