რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ძებნა გრძელდება.
სამძებრო სამუშაოები მდინარეების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში და მდინარის კუნძულოვან მონაკვეთებზე, 800 ერთეული მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 5 მოქალაქე. სტიქიიდან 20 დღის შემდეგ, 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
სტიქიის დროს დაღუპულ 3 ადამიანს დღეს სოფელ ლაგვანთაში დაკრძალავენ.