August 22, 2023

ონში 3 აგვისტოს გარდაცვლილები დაკრძალეს

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში, 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად, გარდაცვლილი მოქალაქეები, თემურ ჩარკვიანი, დიმიტრი ფირცხალავა და ნიკოლოზ ჩალაძე დაკრძალეს. გარდაცვლილები თანასოფლელები იყვნენ და შოვში მუშაობდნენ.

რაჭაში სტიქიის შედეგად ამ ეტაპზე 29 გარდაცვლილია ნაპოვნი.

4 პირზე კი სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.