August 24, 2023

რაჭაში სტიქიის დროს გაუჩინარებულ 4 ადამიანს ეძებენ

რაჭაში სტიქიის ზონაში სამძებრო გრძელდება რაჭაში სტიქიის დროს გაუჩინარებული 4 ადამიანის ძებნა ისევ გრძელდება. ძებნის სამუშაოები მდინარების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია 29 ცხედარი, მათგან 27 იდენტიფიცირებულია. გიგანტური ღვარცოფი შოვს 3 აგვისტოს დაატყდა თავს.