August 25, 2023

სტიქიის ზონაში მაშველები 2 ადამიანს ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს.

სტიქიის ზონაში ამოსვენებულთა რიცხვი გუშინ 31-მდე გაიზარდა, მათგან 28 იდენტიფიცირებულია, 3 ადამიანის შესახებ კი პასუხს ელოდებიან. მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია. კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა.