რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მიწის მასა იშლება, შემთხვევის დროს ადგილზე დასაქმებულები იმყოფებოდნენ. შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე ხიდის სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყეს, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლა კლდის საფარის გაჭრის სამუშაოებმა გამოწივია.
August 26, 2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა