ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ “ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს.
პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“აფეთქების ხმა მოგვესმა, გარეთ რომ გავიხედეთ, ძლიერი კვამლი იყო, როგორც ვხედავ ცეცხლი “ჯიბეს” საწყობშია”, -აცხადებენ თვითმხილველები.