გილოცავთ მარიამობას, ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს – განაცხადა საქართველოს კათალიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ის საზეიმო წირვას დაესწრო.
„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.