ზესტაფონში ტრაილერი სწრაფი კვებით ობიექტში შევარდა. შემთხვევა 7 სექტემბერს, გამთენიისას, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.
ობიექტზე მოლარე და მცხობელი იმყოფებოდნენ, დაშავებულია ერთ-ერთი მათგანი. მას მრავლობითი მოტეხილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.