September 23, 2023

ქუთაისში პარფიუმერული მაღაზია “ისი პარი” გატეხეს

ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი პარი” გატეხეს – ადგილზე დილით მისულ თანამშრომლებს მინები ჩამსხვრეული დახვდათ. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ამოღებულია კამერის ჩანაწერები.