September 24, 2023

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, სოფელ ლელუბანთან იყო. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა, სეისმური მონიტორონგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.

“დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ-ში, სოფელ ლელუბანთან მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც” – წერს ცენტრი.