შსს-ს 685 ახალი თანამშრომელი ემატება, შესაბამისად, დაფინანსება 40 მილიონი ლარით იზრდება, – შესაბამისი ცვლილებები 2023 წლის ბიუჯეტში შედის.
„სამინისტროს რიცხოვნობა იზრდება 685 ერთეულით – საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, იზრდება პატრულ-ინსპექტორების, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორების, ასევე დეტექტივების და გამომძიებლების რაოდენობა. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით, იზრდება მართლწესრიგის ოფიცრების, გამომძიებლებისა და დეტექტივების რაოდენობა“, – აღნიშნულია ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში.