September 29, 2023

წყალტუბოში ახალგაზრდა კაცს ევაკუატორი დაეჯახა

წყალტუბოში, სოფელ გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მას ევაკუატორი დაეჯახა.

როგორც ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცი ავტომობილიდან გადავიდა და გზაზე გადასვლაას ცდილობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა

მათი თქმით, მძღოლს ჩაეძინა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩამომხდარზე დაწყებულია გამოძიება.