2023 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება.
„თბილისობის“ დღესასწაულზე მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი
ღონისძიებები გაიმართება. იმერეთი წარმოდგენილი იქნება 1-ელ ოქტომბერს 12 დან 18 საათამდე. იმერული კუთხის პროგრამა ასეთია: კირილე მიმინოშვილი და მართა ქვიტირიძისა, გარდასახვის არაჩვეულებრივი ოსტატების რამაზ ობოლაძისა და ირინე ჩხეიძის შესრულებით. დავით კაკაბაძის კედლის მოხატვა პროფესიონალ მხატვართა დახმარებით; ფოტოგადაღება ულამაზეს საშემოდგომო კუთხეში და „დებ იშხნელებთან“ ქუთაისურ ინტერიერში; იმერული სამზარეულო – მომზადებული კურორტ საირმის შეფ მზარეულის კახა ციკოლიას მიერ; ღვინო, კრახუნა და ცოლიკოური; საბავშვო კუთხე და მხიარული ანიმატორები. ყველაზე გაბედული პატარებისთვის იმერული კერძის მომზადება შეფ-მზარეულთან ერთად; VR სათვალით იმერეთში მოგზაურობა; უსაყვარლესი სამტრედიელი ქალბატონები – ანსამბლი „ათინათი“ და ჭიათურელი რაინდები – კვარტეტი „ჭიათურა“. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
September 29, 2023
რა ღონისძიებებით წარსდგება იმერეთი თბილისობაზე?