სისხლიან დაპირისპირებას სამტრედიაში 36 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილია კობა მეფარიშვილი. მას ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. მოხვედრილი აქვს ათზე მეტი ტყვია, ის ადგილზე გარდაიცვალა.
რას უკავშირდება მომხდარი უცნობია , თუმცა როგორც ადგილზე აცხადებენ მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.