October 22, 2023

404 130 ლარი საახალწლო დეკორაციებისთვის – ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ ქალაქის საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვის მიზნით 404 130 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტს მოეთხოვება, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის დასრულების დღემდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ჯამური ღირებულების საშობაო-საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების მიწოდების გამოცდილება.

წინადადებების მიღება 21 ოქტომბერს დაიწყო და 24 ოქტომბერს მთავრდება.
ქალაქის ბიუჯეტიდან საახალწლო მორთულობებისა და ფოიერვერკების შესაძენად ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასობით ლარი იხარჯება.