November 1, 2023

ქუთაისის სასამართლოსთან ირაკლი და მარინა გაბელაიებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი და მარინა გაბელაიებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს. მათ დაზიანება სახესა და სხეულის არეში მიიღეს. ისინი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის პატიმრობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, არასრულწლოვანმა, რომელსაც ბრალად სასტუმროს ქურდობა ედება, დანაშაული აღიარა, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი გაბელია დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.