ქუთაისში, მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და კორპუსის მშენებლობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.