December 14, 2023

ტყიბულის ცენტრში სოლომონ I-ის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია იმართება

საქართველოში პირველად იმერეთის დიდი მეფის სოლომონ I-ის ძეგლი ხრესილის გმირობიდან 266 წლისთავზე დღეს 14 დეკემბერს გაიხსნა.

ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ტყიბულში სოლომონ პირველის მოედანზე იმართება.

საზეიმო ღონისძიება მსვლელობით დაიწყო, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობა, სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ჩოხოსნები და გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები.

ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები.