December 23, 2023

ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი საგალობლის თანხლებით შესრულდა.

ნაძვის ხე ილუმინაციებთან ერთად აინთო.

ქუთაისში დღეს “ახალი წლის დღეები” მიმდინარეობდა. ღონისძიება ორკესტრის მსვლელობით დაიწყო და სხვადასხვა აქტოვობებით გაგრძელდა.

ტრადიციულად, მოეწყო საშობაო სოფელი. დღის ბოლოს კი გაიმართა ღამის შოუს ბენდის კონცერტი.

პროგრამა ფოეირვერკით დასრულდება.