December 30, 2023

საქართველოში .4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო.

ბიძგები 08:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.