პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე აღიარა, რომ გუნდს „რჩევებით ეხმარებოდა“ – „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდის დახმარება ჩვეულებრივი რამეა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ოლიგარქი აცხადებს, რომ ოპოზიცია განადგურებულა, რის გამოც მმართველი პარტიის მოდუნების რისკი გაჩნდა.
„როცა გარეთ დასაპირისპირებელი არავინაა, ჩნდება ცდუნება რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”, – აღნიშნა მან.
ივანიშვილმა კორუფციის რისკიც აახსენა: – „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ცდუნებებისგან დაცვა”, – ახსნა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი.
“ამით ორ-სამ კაცთან კონსულტაცია ვეღარ იქნება საკმარისი, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე მე ვიქნები გუნდის მრჩეველი, ჩემი მიზანი არაა თანამდებობის დაკავება”, – განაცხადა ივანიშვილმა.