რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი დაააკავეს. დაკავებულია ასევე ლიეტუვის ერთი მოქალაქე. ადგილობრივი მედიის ცნობით, კარაბინერებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ.
დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კრიმინალური ისტორიები ყოველდღიურობად იქცა.