January 22, 2024

ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები რეაბილიტაციაში

პროცედურები, რომელთა ჩატარება სარეაბილიტაციო ცენტრები არის შესაძლებელი მრავალფეროვანია. ფიზიკურ რეაბილიტაციაში პროცედურები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური საჭიროებებისა და სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით. თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე მათგანის გამოყოფა:

  1. სამკურნალო ვარჯიში
  • სახსრების მობილიზაცია. სავარჯიშო პროგრამა, რომელიც შესაძლოა მორგებული იყოს სიძლიერის, მოქნილობის, მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად და ა.შ.
  1. ოკუპაციური თერაპია
  • ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო აქტივობები (როგორიცაა ჩაცმა, ბანაობა, კვება და ა.შ ) დამოუკიდებლობის აღდგენისთვის.
  • ადაპტაციური ტექნიკისა და აღჭურვილობების სწორი გამოყენება.
  1. მეტყველების თერაპია
  • თერაპია მეტყველების დარღვევისას
  • ყლაპვის თერაპია მათთვის, ვისაც აწუხებს ყლაპვის შეფერხება ან დისფაგიას.
  1. ორთოპედიული რეაბილიტაცია
  • რეაბილიტაცია ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ.
  • რეაბილიტაცია მოტეხილობების, ოსტეოართრიტის, კუნთოვანი დაზიანების და სხვა მდგომარეობების დროს ან შემდეგ.
  1. ნევროლოგიური რეაბილიტაცია
  • რეაბილიტაცია ინსულტის, ტრავმული დაზიანების, გაფანტული სკლეროზის ან სხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე პირთათვის.
  • ნეირორეაბილიტაციის ვარჯიშები მოტორული ფუნქციებისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.
  • კოგნიტური რეაბილიტაცია.
  1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაბილიტაცია
  • სავარჯიშო პროგრამები გულის დაავადების მქონე პირთათვის.
  • პაციენტის განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რისკ-ფაქტორების მართვის შესახებ.
  • მონიტორინგი და პაციენტის მხარდაჭერა.
  1. ჰიდროთერაპია
  • წყლის თერაპია მობილობის გასაუმჯობესებლად.
  1. ტკივილის მართვის პროგრამები
  • მულტიდისციპლინური მიდგომა მწვავე და ქრონიკული ტკივილის სამართავად.
  1. პროთეზის მორგება
  • შეფასება, მორგება და ტრენინგი იმ პირთათვის, რომლებაც სჭირდებათ პროთეზი ან ორთზული მოწყობილობებს.
  • რეაბილიტაცია დამხმარე მოწყობილობების გამოყენების მიზნით.