დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ – საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი გატეხეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი ამ ვებგვერდი საძიებო სისტემაში აღარ იძებნება.
აღნიშნულის მიზეზი, ვებგვერდზე რუსული ჰაკერების ჯგუფის „Cozy Bear“-ის თავდასხმა გახდა. გვერდის რულ გათიშვამდე, ოფიციალურ მისამართზე (president.ge) გადასვლისას იკითხებოდა წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიური ჰაკერული თავდასხმები ხდება კრიტიკული მედიების ვებგვერდებზე. გუშინ, 25 იანვარს „მთავარი არხის “ ვებ გვერდი დაჰაკეს, რამდენიმე ხნით ადრე, ასევე გატეხეს რეგიონული ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ვებ გვერდიც.