February 2, 2024

3 თებერვლამდე მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში – ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი დღეს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, დღეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 3 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში -მესტია, ბახმარო: 2 თებერვალს დღის ბოლოს და 3 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.