February 5, 2024

მდინარე ჭიშურასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მდინარე ჭიშურასთან მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.