February 8, 2024

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.

იმერეთის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა მეწყერი, მიწის მასაში მოჰყვა ოთხი საცხოვრებელი სახლი.

სტიქიის ადგილზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.