February 9, 2024

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე კლდე ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო უღელტეხილზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.