February 13, 2024

ავტოქარხნის დასახლებაში საცდელი ვადით ახალი სვლა – გეზი დაინიშნა – ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიისა და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცდელი ვადით, დაინიშნა ახალი სვლა – გეზი, ამის შესსახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. „N47 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ავტომშენებლის გამზირი #53-დან („ჰუალინგის“ მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, ხარებავას ქუჩის კვეთასთან) და იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ავტომშენებლის გამზირი – ბუკიას ქუჩა – ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა (24-ე საჯარო სკოლა) – ავტომშენებლის გამზირი – ირაკლი აბაშიძის გამზირი – შერვაშიძის ქუჩა – ირაკლი აბაშიძის გამზირი – ავტომშენებლის გამზირი – ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა – ბუკიას ქუჩა – ავტომშენებლის გამზირი – ავტომშენებლის გამზირი #53 („ჰუალინგის“ მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, ხარებავას ქუჩის კვეთასთან). ახალი, საცდელი სვლა-გეზი განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება 24-ე, 32- ე და 37-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის”, -აცხადებს ქუთაისის მერია.