ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გტზაზე აკრძალული იყო გადაადგილება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტისა ინფორმაციით, გზა უკვე გაწმენდილია და ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელია.