უკრაინაში რუსეთის სისღლისმგვრელი ომის დაწყებიდან 2 წლისთავზე სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და რუსული აგრესია გააპროტესტეს.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქციაზე უკრაინელებიც იმყოფებოდნენ.
მათ უკრაინას გაძლება და გამარჯვება უსურვეს.
„რუსეთის უძლეველობის მითი დაიმსხვრა, 2 წელია უკრაინელი ერი გმირულად ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და აგრძელებს ამ ძალიან მნუიშვნელოვან ბრძოლას ჩვენს საერთო მტერთან, უკაინა გაიმარჯვებს”, – განაცხადა სამოქალო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.