თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში მეოთხე ცხედარი იპოვეს. მაშველებმა გარდაცვლილი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 3 გოგო და ერთი მათგანის მამა. არსებული ინფორმაციით, გოგოები ჩანჩქერთან სურათებს იღებდნენ, ერთ-ერთი გადავარდა, რის შემდეგ ოთხი ადამიანი მის დასახმარებლად მდინარეში შევიდა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
March 2, 2024
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში მეოთხე ცხედარი იპოვეს