March 3, 2024

ქუთაისში დედის დღეს აგვისტოს ომში დაღუპულების დედებსა და მეუღლეებს მიულოცეს

ქუთაისის ვიცე- მერმა დავით ერემეიშვილმა დედის დღე მიულოცა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებსა და მეუღლეებს, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. „ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 9 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას. ტრადიციულად, ყოველი წლის 3 მარტს, ადგილობრივი ხელისუფლება დედის დღეს სწორედ ამ გმირების დედებს ულოცავს განსაკუთრებულად. დავით ერემეიშვილი მერიაში შეხვდა ქალბატონებს, მიულოცა მათ და მხნეობა უსურვა. დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს ფულადი საჩუქარი გადაეცათ“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.