March 27, 2024

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ეროვნული ნაკრების წევრები ისტორიული მატჩის შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ, სადაც გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად ზეიმობდნენ. ფეხბურთელებმა მოქალაქეებთან ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობისკენ მოუწოდეს.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ივნისში გაიმართება. 18 ივნისს დორტმუნდში საქართველო თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება, 26 ივნისი კი გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ნაკლების უკლებლივ ყველა წევრი ღირსების ორდემზე წარადგინა.

ისტორულ გამარჯვებას საქართველოს ქალაქებში საზეიმოდ აღნიშნავდნენ. ფეხბურთის გულშემატკივრებმა გამარჯვება იზეიმეს ქუთაისშიც.