March 29, 2024

ირაკლი კობახიძეს დღეს ქუთაისში ელოდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დღეს ქუთაისში ელოდებიან.

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება.

შეხვედრა 14:00 საათზე არის დაგეგმილი.