March 30, 2024

რაჭაში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. დროის მოკლე ინტერვალის შემდეგ განმეორებით ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ მეორედ 4,2, მესამედ კი 4 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.