ქუთაისში საქართველოს ფოსტის შენობაში ხანძრი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და პირველ სართულზე, სადაც საქართველოს ფოსტა ფუნქციონირებს, არ გადასულა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.