November 13, 2012

გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით სიარულს გეგმავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე კარგი ამინდის შემთხვევაში პარლამენტში ველოსიპედით სიარულს გეგმავს.

ხაჩიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას უმრავლესობის წევრებიც შეუერთდებიან, საკანონმდებლო ორგანოს ველოსიპედების სადგომის მოწყობის თხოვნით მიმართავს.

„კარგ ამინდში ველოსიპედით სიარულს ვაპირებ. მაგრამ არა მგონია, პარლამენტმა მხოლოდ ჩემი გულისთვის შეიწუხოს გული და სადგომი მოაწყოს. ადამიანების გარკვეული რაოდენობა თუ იქნება, განსაკუთრებით უმრავლესობიდან, მაშინ პარლამენტს შესაბამისი თხოვნით მივმართავ,“ – ამბობს ხაჩიძე. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალი“ დეპუტატი პარლამენტში ველოსიპედით პირველი სესიის გასხნის დროს გამოცხადდა.