April 8, 2024

ქუთაისში “საქართველოს ფოსტის” შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

ქუთაისში “საქართველოს ფოსტის” შენობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიცია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ფოსტის შენობაში ხანძარი პირველად 3 აპრილს გაჩნდა. დაიწვა ისტორიული შენობის მეორე სართული, პირველ სართულზე კი საქართველოს ფოსტა ფუნქციონირებს.

ხანძრის მიზების გამოძიებას ითხოვს ოპოზიცია. ენმ-ს წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, საზოგადოებაში მუსირებს მოსაზრება რომ ხანძრის გაჩენა ხელოვნურად მოხდა ე.წ. ინვესტორის მიერ შენობის ხელში ჩაგდების მიზნით.